• ფატიმა ჯიოევა

„სამხრეთის პორტალი“ - არტ სივრცე

ყოფილი კარლ მარქსის, მანამდე შაუმიანის, უფრო ადრე სომხურ და ამჟამად ოსურ ქუჩაზე მდებარე მე - 19 საუკუნის შენობა, რომელიც ბოლო ორმოცი წელია ნაგავსაყრელსა და ანტისანიტარიის გავრცელების ბუდეს წარმოადგენდა, თანდათან ქალაქის ახალგაზრდობის საყვარელ ადგილად იქცა. ერთ-ერთი ახალგაზრდის, კოსტა ჯიოთის და მისი მეგობრების ინიციატივით და ასევე მთავრობის ხელშეწყობით, შენობა ახალგაზრდებს გადაეცათ, მათ კი, საკუთარი ძალებითა და სხვადასხვა დამხმარე საშუალებებით წესრიგში მოყავთ იგი.



ოსური ქუჩის უბნის სამსართულიანი სახლი სამხრეთ ოსეთის დედაქალაქის ერთ-ერთ ყველაზე კოლორიტულ ნაგებობად მიიჩნევა. ნახევრად დანგრეული შენობა ძველი ქალაქის ნაწილია, რომელიც ჩამოსულ სტუმრებს აჯადოებს და ადგილობრივ მოსახლეობას იზიდავს. სწორედ ამ ნაგებობის გადაქცევა აქვთ გადაწყვეტილი კულტურისა და ხელოვნების მომავალ ცენტრად, ერთგვარ უნიკალურ არტ-სივრცედ, რომელიც მის იდეურ შთამაგონებელთა ჩანაფიქრით ოსური კულტურის განვითარებაში ახალი ეტაპის დასაწყისი გახდება.


არტ-სივრცის შექმნის იდეის შთამაგონებელი და ხელშემწყობი ვლადიკავკაზის „პორტალი“ გახლდათ, რომელსაც ცხინვალის ახალგაზრდობაც ხშირად სტუმრობდა. მათ ასეთივე სივრცის სამხრეთში მოწყობაც განიზრახეს და ამ მიზნით გამოუყო ადგილობრივმა ხელისუფლებამ ისტორიული შენობა ოსეთის ქუჩაზე


ამას მოჰყვა ყველაზე რთული პერიოდი - შენობის საკუთარი ძალებით გარემონტება. სოციალურ ქსელებში გაჩნდა ფლეშმობები და რემონტის პროცესს მოხალისეებიც შეუერთდნენ.



კოსტა ჯიოთის ცხინვალში იცნობენ, არამხოლოდ როგორც ნიჭიერ მოცეკვავეს და ქორეოგრაფს, არამედ როგორც ადამიანს, რომელსაც აღელვებს საკუთარი ქალაქი და მისი იერ-სახე. კოსტას ინიციატივით ქალაქში მრავალი შენობის კედლებზე გაჩნდა გრაფიტები. მომღერალ ინა გუჩმაზოვასთან ერთად, ის არტ-სივრცის პროექტის სათავეებთან იდგა. მათ ამ წამოწყებაში ცხინვალელი ახლაგაზრდებიც შეძლებისდაგვარად ეხმარებოდნენ სამშენებლო მასალებით და ფინანსურად, ზოგიერთი მათგანი კი თავად მონაწილეობდა დასუფთავებასა და სარემონტო სამუშაოებში.


კოსტა ჯიოთიმ აღნიშნა, რომ ამ იდეით არამხოლოდ ადგილობრივი მოსახლეობა, არამედ ოსეთის ფარგლებს გარეთ მცხოვრები თანამემამულეებიც დაინტერესდნენ. ჯერ მხოლოდ ათიოდე კაცი წინასარემონტო სამუშაოების ჩასატარებლად მოდის, რაც შენობის დასუფთავებას გულისხმობს. მშენებლობის პროცესი შეგროვებული თანხებით მიმდინარეობს. ბევრი გვეხმარება, მეგობრები, ნაცნობები ინტერნეტიდან და უბრალოდ, არაგულგრილი ხალხი მთელი ოსეთიდან და მის ფარგლებს გარედან. სამშენებლო მასალებით და ავეჯითაც კი გვეხმარებიან.


არ გვქონდა შენობა, სადაც შესაძლებელი იქნებოდა მხატვართა გამოფენების მოწყობა. ამდენად არტ-სივრცე „სამხრეთი პორტალი“ ამ ამოცანას წარმატებით გაართმევს თავს. დახურული დარბაზი მცირე კამერული კონცერტებისთვის არის განკუთვნილი, ბრტყელ გადახურვა კიი ზაფხულობით სრულფასოვანი კონცერტების ჩატარების საშუალებას მოგვცემს. გარდა ამისა, არიან ბიჭები, რომლებიც მზაობას გამოთქვამენ გახსნან მეთუნეობის, ხეზე ჭრისა და სხვა რეწვითი ხელოვნების სახელოსნოები - სასწავლო კლასები.

იგეგმება ჰოსტელის განთავსებაც. კოსტა ჯიოთმა მზერა არტ-სივრცის შემქმნელთა მომავალზე გადაიტანა. მშენებლობისა და შენობის უსაფრთხოების საკითხებში კონსულტაციას მათ ქალაქის მერიის კაპიტალური მშენებლობის სამმართველო უწევს.


ზამთრის ხანგრძლივი პერიოდის შემდეგ „სამხრეთ პორტალის“ შემოქმედებით მოედანზე მუშაობა განახლდა და აქ უკვე უწყვეტ რეჟიმში იმართება კონცერტები, გამოფენები და შემოქმედებითი საღამოები. მიღებული შემოსავალი პორტალის კეთლმოწყობას და განვითარებას ხმარდება და პარალელურად სამშენებლო სამუშაოებიც მიმდინარეობს.




1 view