• ალან პარასტაევი

სუხიშვილები VS "სიმდი”

მან სუხიშვილების ანსამბლს „სიმდი“ ამჯობინა


ცხინვალელისთვის სუხიშვილების ანსამბლში მოხვედრა სპორტსმენისთვის საქართველოს ნაკრებში მოხვედრის ტოლფასი იყო. არა, ალბათ უფრო მაგარიც იყო. ხოლო სოლისტობა, ანუ სოლო პარტიების შესრულება, ალბათ, იგივეს წარმოადგენდა, რაც 80-იანების საფეხბურთო კლუბ თბილისის „დინამოში“ თამაში.. ასეთები, პრინციპში, სამ-სამი იყვნენ. ცხინვალიდან დინამოში თამაშობდნენ - გურამ ცხოვრებოვი, შემდეგ ახსარ ბეკოევი და, მოგვიანებით, ბახვა თედეევი. და სუხიშვილებშიც ცეკვავდნენ - ვლადიმირ ხეთაგუროვი, მოგვიანებით ასლან კაბისოვი და ნიდარ პლიევი. ნოდარ პლიევზე ალბათ მეტყვით, რომ ცხინვალელი არ არის. ხო, სინამდვილეში ბორჯომის რაიონის სოფელ გუჯარეთში დაიბადა და სკოლაც იქვე დაამთავრა, მაგრამ პროფესიულ სცენაზე ფეხი ცხინვალში დადგა, „სიმდის“ შემადგენლობაში, შემდეგ ჩრდილოეთ ოსეთში გადაბარგდა და თითქმის 10 წელი სახელმწიფო ანსამბლ „ალანის“ სოლისტი იყო, და მხოლოდ ბოლოს, კარიერის დასასრულს, იქნა მიწვეული სუხიშვილებში.



მათზე სხვა დროს მოგითხრობთ, ახლა კი მოგიყვებით, როგორ აღმოვჩნდი არც თუ სახარბიელო უხერხულ სიტუაციაში. ის, თუ რაოდენ მაგარი იყო საქართველოს ხალხური ცეკვის ანსამბლში ცეკვა, როგორადაც სუხიშვილები მაშინ ოფიციალურად იწოდებოდა, უკვე შევეცადე ამეხსნა.


მაშ ასე, ჩვენ ქალაქში ოსურის და, ზოგადად, კავკასიური ცეკვის მცოდნეთა წრეში, რაც მოსახლეობის უმრავლესობას შეადგენს, იციან, რომ „ჩვენებიდან“ სუხიშვილებთან ცეკვავდა „ფიწრი“ - გენადი ბიჩენოვი. მე სხვადასხვა მიზეზთა გამო დიდხანს ვერ მოვახერხე მასთნ შეხვედრა, და ვერაფრით „ვიჭერდი“ მას, თუმცა გენას ბავშვობიდან ვიცნობ. და აი, როგორც იქნა, მოვახრხე და „დავიჭირე“ შესვენებაზე რეპეტიციებს შორის, რომელსაც ის ხელოვნების ლიცეუმში ატარებს. დიდხანს ველოდი დერეფანში, ის კი კარგა ხანს არ გამოდიოდა, თუმცა რეპეტიცია დასრულებული იყო. და აი, როგორც იქნა, გამოვიდა დარბაზიდან, მკაცრად განაგრძობდა რა თავჩაქინდრულ მოწაფეების დატუქსვას..


- მოეშვნენ. მარტო ესენი არა, ყველანი ირგვლივ. არანაირი დისციპლინა. ასე როგორ ვიმუშაოთ?!.. წამო. - და შევედით ქორეოგრაფთა ოთახში, სადაც კედლებსა და თაროებზე ჩამწკრივებული დოლ-გარმონები იყო გამოფენილი.


ერთმანეთი მოვიკითხეთ, ვიღაცეები გავიხსენეთ, და მეც შევუდექი.


- გენადი - მივმართე არა როგორც ყოველთვის „ფიწრ“, არამედ ოფიციალური სახელით - მესმის, ეს დიდი ხნის წინ იყო, მაგრამ მაინც, როგორი ურთიერთობაც არ უნდა გვქონდეს ჩვენ, ფაქტია, რომ ეს იყო ზეპრესტიჟული და მოწმობდა იმაზე, რომ შენ უმაღლესი დონის ტალანტი და „პროფი“ ხარ.


- რას გულისხმობ?

- შენს მუშაობას სუხიშვილ-რამიშვილის ანსამბლში. ილიკო სუხიშვილი ხომ ოსი იყო

- მომინდა ამ აბით დამეტკბო შესავალი.

- ალბათ, რადგან ოსურად გასაუბრებია ჩვენ მოცეკვავეებს, მაგრამ არა მე. - და შენ რატომ არა? - იქნებ, გამსაუბრებოდა, მაგრამ ამის შესაძლებლობა არ ყოფილა.

-???

- მე ხომ იქ არ მიცეკვია. - შემოთავაზებით შემომთავაზეს. მაშინ უკვე მისი შვილიშვილი ხელმძღვანელობდა ანსამბლს, ასევე ილიკო. და ეს შემოთავაზება უკვე აყვანას ნიშნავდა, რადგან კონკურსები აღარ იმართებოდა. შუათანა სუხიშვილი მამა და, ხანდახან, პაპაც, და უფრო ხშირად კი მისი მეუღლე ნინო რამიშვილი დადიოდნენ საქართველოს სსრ რეგიონებში და თუ ვინმეს შენიშნავდნენ, ცეკვა რომ ესმოდა და ტექნიკას ფლობდა - მაშინვე ანსამბლში იხმობდნენ. ამაზე იდგა საქართველოს ხალხური ცეკვის ანსამბლი.



- და რატომ არ ცეკვავდი. ხომ იყავი მიწვეული, ეს მთელმა ქალაქმა იცის. უფრო სწორად, რატომ არ დათამხდი, რატომ არ მიიღე წინადადება. არავინ არ დაიჯერა, რომ თვით ილიკოს უთხარი უარი. ქალაქში უმრავლესობას მიაჩნია, რომ შენ იქ ცეკვავდი, რადგან სმენიათ, რომ მოწვევა მოგივიდა და უარს თუ იტყოდი, ვერც წარმოიდგენდნენ.


- იცი რა, ჩვენ მაშინ ისე ვიყავით დამუხტულნი, რომ ჩვენი ანსამბლი „სიმდი“ ახალ დონეზე აგვეყვანა და კონკურენცია გაგვეწია თვით სუხიშვილებისთვის, ყველაფერში არა, რა თქმა უნდა, მაგრამ ოსურ ცეკვაში, ასევე „მთიულურში“ და ზოგიერთ სხვაში. ეს იმდენად იყო ჩვენში, იმდენად ვცხოვრობდით ამით, რომ თბილისში მოწვევაზე უარის თქმა დიდ მსხვერპლად არ გვესახებოდა. დიახ, უარი ვთქვით საზღვარგარეთ გასტროლებზე, ჰონორარებზე, დიდებაზე. მაგრამ „სიმდი“ ღირდა ამად. მშობლიური ანსამბლის მიტოვება მაშინ ღალატის ტოლფასად გვესახებოდა. თუმცა არც ეს იყო სწორი - წადი, ისწავლე, მერე დაბრუნდი და დანერგე ათვისებული უნარები! - ხო... - დიახ... და დღემდის „სიმდით“ ვცხოვრობ.

6 views