• ალან პარასტაევი

ცხენები ალანთა და ალანის ცხოვრებაში

როგორ მივედი ცხენებამდე

ალან პარასტაევის ბლოგი

მოგიყვეთ როგორ მივედი ცხენებამდე, მცირე რემა როგორ გავაშენე და ახლა ტურისტებს ან, უბრალოდ, ჩემი სასტუმრო სახლის სტუმრებს ვასეირნებ, ხანდახან კი ყველაზე მორჩილი ურსსარი (თეთრთავა) ან ქუჩის ძაღლივით ხელებში შემყურე აბეზარი საბსაბი გამომყავს?



არა, ჩემს წინაპართაგან მეფაიტონე არავინ ყოფილა, თუმცა ცხენების სიყვარულს მაინც მაზიარეს. მამას ცხენი მოყავდა ჩვენთან თბილისელი ინტელეგენციის შვილების დასანახად, რომელთაც ტრადიციად ჰქონდათ ზაფხულის პირველი ნახევარი ზღვაზე, აფხაზეთის ან აჭარის სანაპიროზე გაეტარებინათ, მეორე კი - მთაში, მათ შორის „ძაუ-მზიუგომის“ ტურბაზაზე. ცხინვალის ბომონდიც იქ ისვენებდა, მათ შორის ჩვენც ჩემ ბავშვობაში, 80-იანების დასაწყისში. ბედაურს სირდონი ერქვა, ქართველმა ბავშვებმა ის, ბუნებრივია, სპირიდონად გადააქციეს. მე მათ ვასეირნებდი ან, უბრალოდ, სურათის გადაღების საშუალებას ვაძლევდი. გარდაქმნამდე და კოოპერატიულ მოძრაობამდე ჯერ კიდევ შორს იყო და ფულის აღება გაწეული სამსახურისთვის აზრადაც არ მომდიოდა. ჩემთვის ისიც საკმარისი იყო, რომ მადლიერი დამსვენებლები მადლიერების ნიშნად პატივისცემას გამოხატავდნენ ჩემს მიმართ, ხოლო ჩემი რეიტინგი, როგორც ახლა ამბობენ, მატულობდა.


პირველი ნაბიჯი ამ მიმართულებით ბევრად ადრე გადავდგი, და არა მამაჩემის, არამედ, ბებიაჩემის, ვარვარა გრიგოლის ასულ ძასოხოვის, წყალობით მოხდა. სინამდვილეში ის დედაჩემის დეიდა გახლდათ. ჩემს ნამდვილ ბებიას, სამწუხაროდ, ვერ მოვესწარი, ამიტომ მან იტვირთა მისი ფუნქცია, რაც, როგორც საბჭოთა აგრომრეწვის დამსახურებულ მუშაკს შეეფერებოდა, გადაჭარბებით შეასრულა. ბებია საქართველოს სსრ -ს სოფლის მეურნეობის სამინისტროს საპასუხმგებლო თანამდებობაზე მყოფი გავიდა პენსიაში, ბოლო წლებში სამინისტროს ერთ-ერთ, კერძოდ კი, მსხვილი რქოსანი პირუტყვის სელექციის სამმართველოში მუშაობდა. თავიდან კი, კოლექტივიზაციის პერიოდში, ცხინვალის რაიონის სოფლების კოლმეურნეობებს კურირებდა. მახსოვს, თავის მოგონებებში ახსენებდა დმენისს და ქსუისს. ამის შესახებ ასე ვრცლად რატომ გიყვებით? იმიტომ, რომ ბებიაჩემი ამ კოლმეურნეობებში თეთრ ცხენზე ამხედრებული დადიოდა, კურირებდა რა ამ სოფლებს, ამოწმებდა, როგორ მუშაობდნენ კოლმეურნეები და მათ სიახლეების დანერგვაში ეხმარებოდა. დიახ, თეთრ ცხენზე, როგორც მიყვებოდა, სახელად „მალჩიკ“ (ბიჭი). ამ ფოტოზე ეს „მალჩიკი“ გახლავთ და მასზე ამხედრებული ბებიაჩემი ვარია. გასაბჭოების დროინდელი ერთ ერთი ამბავი, რომელიც ბებიამ მომიყვა, ბასმაჩობასთან და ბანდიტიზმთან ბრძოლაზე ფილმებიდან ამოღებული გეგონებოდათ.



ერთხელ ცხენზე ამხედრებული ბებია ჩვეულებრივ მორიგ კოლმეურნეობაში, ერთ-ერთ სოფელში მიდიოდა. წინ გრძელი გზა იყო, რომელიც „მალჩიკმა“ კარგად იცოდა და თვითონ მიუყვებოდა მთაში გაკვალულ ბილიკს. მოულოდნელად მორიგ მოსახვევში ტყიდან გზაზე გადმოხტა თავზე ყაბალახშემოხვეული სახედაფარული მამაკაცი. ეჭირა თუ არა ხელში თოფი ან ხანჯალი, ბებიაჩემს არ ახსოვს. მაგრამ ის, რომ ბებიის დანახვაზე უკანმოუხედავად მოკურცხლა და იქაურობას გაეცალა, სამუდამოდ დაამახსოვრდა. საქმე იმაშია, რომ, როგორც გითხარით, ერთგულმა რაშმა, „მალჩიკმა“, გზა ზეპირად იცოდა და მხედარს საკუთარი თავის მართვის აუცილებლობით არ ტვირთავდა. ამიტომ ვარვარა გრიგორის ასულმა, როგორც პასუხისმგებლიანმა ადამიანმა, თავისი რევოლვერის გაწმენდა გადაწყვიტა; აბა როგორ არის პასუხისმგებლიანი საბჭოთა მუშაკი იარაღის გარეშე. და როცა „მალჩიკი“ მოსახვევს შეუყვა და უიღბლო ტყის ყაჩაღი კი ტყიდან გადმოხტა, ბებიამ სწორედ მაშინ ასრულებდა იარაღის წმენდა-შეზეთვას და აწყობას, აწია ნაგანი და ჩაიხედა ლულაში, მის სისუფთავეში რომ დარწმუნებულიყო და დამახასიათებელი ტკაცუნით ჩაკეტა. მანევრი ჩაატარა მან სწორედ გზაზე გადამდგარის თვალწინ ისე, რომ მისთვის არ შეუხედავს. მან კი გადაწყვიტა, რომ ბებია მას ელოდა და ახლა გასროლის არა ნაკლებად დამახასიათებელი ხმა გაისმებოდა და თავქუდმოგლეჯილი გაეცალა იქაურობას.


თხრობის დასრულებისას ბებია, მისი თაობის ადამიანებისაგან განსხვავებით, არა პარტიას და მთავრობას, არამედ საკუთარ თეთრ ცხენს ემადლიერებოდა, რომლის წყალობითაც იარაღის გაწმენდის საშუალება მიეცა. ალბათ, ამიტომაც არ მომხიბლა მე პარტაქტივისტის ან ჩინოსნის კარეარამ, და სწორედ, საცხენოსნო ბიზნესით დავკავდი.


ოსებს, განსაკუთრებით კი, მათ წინაპრებს, სკვითებს, სარმატებს და ალანებს, ყოველთვის ცხენი მიაჩნდათ თავიანთ სამყაროს მნიშვნელოვან ნაწილად. ამის ანარეკლს და ასახვას ვპოულობთ „ნართების თქმულებებშიც“. მეტად დამაჯერებელია ეპოსის ერთერთი გმირის სიტყვები: „რა ვქნათ ჩვენ, ნართებმა, თუ ჩვენი ცხენები დაეცემიან?1 ადამიანი ცხენის გარეშე ხომ იგივეა, რაც ფრინველი - ფრთების გარეშე.“



ცხენის კულტი ოსებში შორეული წარსულის ტოტემურ წამოდგენებთანაა დაკავშირებული. ამას მოწმობს მითების აგებულებაც, რომლის თანახმად ნართების პირველი ცხენის მშობელი იყო ძერასა, ნართიადის ცნობილი გმირების - ურუზმაგის, სათანის და ხამიცის - დედა.


ისტორიკოსმა და პუბლიცისტმა, სამხრეთ ოსეთის პირველმა პრეზიდენტმა, ლუდვიგ ჩიბიროვმა, ოსებში ცხენის კულტს მონოგრაფია მიუძღვნა. ის წერს, რომ სკვითები დიდ მნიშვნელობას ანიჭებდნენ ცხენების მოვლას, ამზადებდნენ ცხენებს შორეული ლაშქრობებისთვის (ტრენინგებით, კროსინგებით და სხვა). პერიოდელად იმართებოდა დოღიც. ეს გახლდათ შესანიშნავი სანახაობა, სადაც გამძლეობასა და სიმამცეს დემონსტრირებდნენ. ნართების ერთ-ერთი თავშესაქცევი თამაში იყო რბოლა ახლო და შორ მანძილზე. თვალსაჩინო ადგილი ეთმობოდა ცხენებს სკვითების, ასე ვთქვათ, მხეცურ სტილში. ის მრავალმხრივადაა წარმოდგენილი (ომში, ლაშქრობაში და ა.შ.). არანაკლებ როლს ის ალანების ყოფაშიც იკავებს.


ძველი რომაელი ისტორიკოსის, ამმიან მარცელინის მოწმობით, ახალგაზრდა ალანები ბავშვობიდან ეჩვევოდნენ ცხენზე ჯდომას, ფეხით სიარული სირცხვილად ითვლებოდა. ყველა ალანი, სხდასხვა ასპარეზობის შედეგად, მოქნილ მეომრად ყალიბდებოდა.


ცხენს ოსების ყოფაში განსაკუთრებით მაღალი სტატუსი აქვს. ამას ჩვენამდე მოღწეული ათასწლოვანი ტრადიციებიც მოწმობს. საკუთარ სიმამაცეს და სამხედრო ხელოვნებას ოსები ომებში ავლენდნენ. მთელ მშოფლიოში გაითქვეს სახელი ოსმა ჯიგიტებმა. მთიელი ოსისთვის ცხენი შეუცვლელ ცხოველს წარმოადგენდა. ცხენით დადიოდა ხანგეძლივ ლაშქრობებში, სანადიროდ, წისქვილში და ცხენით ეზიდებოდა ტვირთს.


ცხენი საჩუქრისთვისაც საუკეთესო არჩევანი იყო. მას ჩუქნიდნენ საყვარელ ძმისწულს, დისწულს, დანიშნული პატარძლის დედას და ა.შ. ხოლო სამხედრო დაპირიპირებისას მოწინააღმდეგისთვის ცხენის წართმევა და მასზე შინ დაბრუნება მხედრული სიმამაცის უმაღლეს გამოვლინებად ითვლებოდა.


აღმოსავლეთ ევროპის სამხრეთით სკვითების ეპოქიდან მოყოლებული ადგილობრივი ჯიშები იყო გავრცელებული. ისტორიკოს, როლანდ კულუმბეგოვის ინფორმაციით, ძველი ავტორები აღნიშნავენ სკვითური ცხენების სისწრაფეს, სიძლიერეს და ამტანობას. ისტორიკოსი და გეოგრაფი სტრაბონი გამოყოფს ცალკეულ ნიშნებს: „სკვითების და სარმატების ყველა ტომს აქვს ცხენების დაკოდვის ჩვეულება, რათა უფრო დამჯერებად აქციონ, რადგან მათ ცხენები მომცრო ზომის, მაგრამ ფიცხი და მოუდრეკელი ბუნებით გამოირჩევიან.“


ალანები თავისი ცხენოსნების რაზმებითა და ცხენების მოშენებით იყვნენ განთქმული. რთულია, გადავაფასოთ ცხენის როლი ალანთა სამხედრო საქმეში, რადგან მათი ჯარი მთელი ისტორიის მანძილზე მეტწილად ცხენოსნებისაგან შედგებოდა


სამხედრო საქმეში ახალი წელთაღრიცხვის დასაწყისში გაჩენილმა ცვლილებებმა მოითხოვა ცხენების ახალი ჯიშების გამოყვანა - ტანადის და ძლიერის, რომელიც მძიმედ შეიარაღებული მხედრის და საკუთარი დამცავი აღჭურვილობის წონას გაუძლებდა. ახლა მხოლოდ სამხედრო დანიშნულების ცხენები იყო საჭირო და მათი ყოლა მხოლოდ ალანთა არისტოკრატიის წარმომადგენლებს შეეძლოთ. ტანადობით და სიძლიერით გამორჩეული ალანთა ეს ცხენები იერიშის დროს ეცემოდნენ მტერს კარიერში, ჩქარი ალლურით, მაშინ, როცა სკვითთა ცხენები, ძველი ნახატების მიხედვით, გალოპით უტევდნენ. ამდენად ალანური ცხენი იერიშის დროს მოვარდნილი ლავასავით დამრტმელი ძალის ნაწილი იყო. ხალხთა დიდი გადასახლების პერიოდში ალანები და მათი ცხენები აღმოჩნდნენ დასავლეთ ევროპაშიც. ევროპის მთელ ტერიტორიაზე ახალი ჯიში, სახელწოდებით „ალანთა ცხენები“, ჩნდება. რომის იმპერატორ ადრიანეს ჰყავდა ალანური ბედაური, რომელიც მისი საყვარელი ცხენი იყო. ადრიანე, რომელიც II საუკუნეში მართავდა, თავის პოემაში წერდა ალანურ ცხენზე: „კეისრის ცხენი, ბორისფენი ალანური, დაფნინავს სწორ მიწაზეც და ჭაობზეც, და გადაუფრენს ტუსკანის მთებსაც. და ვერასდროს პანონიაში ტახებზე ნადირობისას ვერ მიუახლოვდა დასრტმელად ვერცერთი გამძვინვარებული ტახი თეთრი ეშვებით. ხანგრძლივი ნადირობისას მან არ იცოდა დაღლა.“


ალანთა ცხენების ღირსებებს უფრო გვიანდელი ხანის სხვა ავტორებიც აღნიშნავდნენ. ასე, მაგალითად სომეხი ქორონიკოსი, შანუკ ბაგრატუნი (IXს.), ალანიას აღწერს, როგორც უამრავი „კეთილშობილი ცხენების“ ქვეყანას. ჟამთაღმწერელი ნიზამი განჯელი (XII ს.) ალანთა ცხენს ხატოვნად ახასიათებს: „ და ბრძოლის ჟინით გავიდა ალანი ველზე, ამხედრებული ცხენზე კი არა - გველზე!“ იყო განსაკუთრებით ღირებული ცხენები, რომელსაც ზღაპრული ფასი ედო. მაგალითად, უფლისწულ დავით სოსლანის „ბულატის“ ცხენი მას ერთ ციხე-სიმაგრედ და სოფლად დაუჯდა.


ჩრდილო კავკასიაში ცხენოსნობის პრიორიტეტი ადიღეელ ხალხებს, და უპირველესად, ყაბარდოელებს მიეკუთვნის. მიუხედავად ამისა, ყაბარდოელებში პატივს იმსახურებდა ცხენის ოსური ჯიშიც. ასე, მაგალითად, ყაბარდოელების ისტორიულ სიმღერებში არაერთხელ მოიხსენიება „ოსური“ ცხენები: მოაჯდა სარალპი ოსურ ულაყს“ ან „ვინ თავის ოსურ, ყავისფერ ცხენზე“.


გარკვეულ პერიოდამდე ცხენები ოსებში მხოლოდ სამხედრო და გადამზიდ ცხოველად გამოიყენება. და მხოლოდ მოგვიანებით აბამენ გუთანსა და ურემში. ამან მისი სტატუსის დაცემა გამოიწვია და გადააქცია ის გადამზიდ-სატრანსპორტო საშუალებად.


3 views